Monday, July 14, 2014

iaponuri mwyeri


მეფრინველეობის ერთ-ერთი დარგი მემწყერეობაა, რომელშიც საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული: მაგალითად,იაპონიაში მექათმეობის შემდეგ ყველაზე დიდი მნიშვნელობა მწყრის მომრავლებას ენიჭება.ეს დარგი საკმაოდ კარგად არის განვითარებული საფრანგეთში, იატალიაში, გერმანიაში, პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში..მწყერი გამოიყენება არა მარტო საკვებად, არამედ მრეწველობაშიც (მაღალხარისხოვანი ნელსაცხებლების დამზადებაში, შამპუნისა და სხვა პროდუქციის წარმოებაში) და ლაბორატორიული დაკვირვებებისათვისაც.
ჩვენს ქვეყანაში მოშინაურებული მწყერი პირველად 1964 წელს შემოიყვანეს, დღეისათვის მემწყერეობას საბჭოთა კავშირი ფართო ასპარეზი აქვს. ამ ფრინველის მრავალი ფერმა არსებობს კრასნოადირისა და სტავროპოლის მხარეებში, ესტონეთში და სხვაგან, ამ ბოლო დროს მწყრის მოშენება დაიწყო საქართველოშიც, ერთ-ერთი მსხვილი ფერმა მუხრანის სახოხბე მეურნეობაშია, სადაც წელიწადში 280 ათასამდე მწყერს ზრდიან. მომავალში დაგეგმილია კვერცხის წარმოებაც. მემყერეობის ფერმები არის ოზურგეთისა და მაიაკოვსკის რაიონებში.
სოფლის მეურნეობაში ძირითადათ იაპონურ მწყერს ამრავლებენ.მეცნიერების აზრით, მწყერი, როგორც დეკორაციული ფრინველი, იაპონიაში 11-ე საუკუნეში მოუშინაურებიათ, მხოლოდ მეოცე საუკუნის დასაწყისში დაიწყეს მისი გამრავლება ხორცისა და კვერცხის წარმოებისათვის. იაპონიიდან მწყერი გაჰყავდათ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.მემწყერეობამ სახელი გაითქვა როგორც მაღალი ხარისხოვანი კვერცხის მწარმოებელმა დარგმა, რომელიც გამოირჩევა მაღალპროდუქტიულობითა და დიდი სარგებლიანობით, ქათმის კვერცხთან შედარებით მასში მეტი რაოდენობითაა კალიუმი, ფოსფორი, რკინა და ვიტამინები B1, B2. კვერცხი განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის, მწყრის კვერცხის კიდევ ერთი თავისებურება ის არის, რომ გაცილებით მეტ ხანს ინახება, ვიდრე სხვა ქათმისნაირი ფრინველებისა. მისი გაფუჭება თითქმის გამორიცხულია.
არსებობს მწყრის სხვადასხვა ჯიშები: ინგლისური თეთრი, ინგლისური შავი, მანჯარიული ოქროსფერი, მარმალილოსებრი, იაპონური, მეხორცული ჯიში _ ფარაონი და სხვა.არანაკლებ მაღალხარისხოვანი და სასარგებლოა მწყრის ხორცი, რომელსაც დიეტურ პროდუქტებს მიაკუთვნებენ, მწყერი გამოიყენება აგრეთვე მოყვარულ მონადირეთა სანადირო ობიექტად, ამიტომ მის გამრავლებას დიდი მნიშვნელობა აქვს სამონადირეო სავარგულში. იაპონური მწყრის სამონადირეო სავარგულებში გამრავლება, დიდი ხნის წინ დააინტერესა ნადირობისმცოდნეები. 1950 წლისათვის ამერიკის შეერთებული შტატების სამონადირეო სავარგულებში გაუშვეს რამდენიმე ათასი მწყერი, იაპონური მწყრის აკლიმატიზაცია ჩრდილოეთ ამერიკაში კრახით დამთავრდა. მხოლოდ ჰავაის კუნძულებზე გახდა შესაძლებელი ამ სახეობის გამძლე პოპულაციის გამოყვანა.
საბჭოთა კავშირში იაპონური მწრის შემოყვანამ დაადასტურა, რომ სამონადრეო სავარგულებში გაშვებული მოშინაურებელი იაპონური მწყერი ნადირობის საუკეთესო ობიექტია. მისი ქცევა ბუნებრივ პირობებში ისეთივეა როგორც ჩვეულებრივი გარეული მწყრისა. თუ გაშვების შემდეგ საგვარეულოში აღინიშნება საკვების სიმცირე, იგი დაიქსაქსება და მისი დამაგრება გაშვების ადგილას თითქმის შეუძლებელი ხდება.
ამერიკელი მემწყერის ა. მარშის აზრით, არსებობს იაპონური მწყრის გაშვების ადგილებში დამაგრების ორი ხერხი:
1. ინკუბატორში გამოჩეკილი და ფერმაში გამოზრდილი მწყერი ბუნებაში უნდა გავუშვათ უშუალოდ ნადირობის წინ.
2. სავარგულებში გაშვებული ფრინველები უნდა უზრუნველყოთ საკვებით
იაპონური მწყერი გამოირჩევა შეგუების უნარით, იგი ნებისმიერ ჰავას ეჩვევა. მიუხედავათ ამისა, გასაშვებათ შერჩეული ადგილები აუცილებლად წინასწარ უნდა მოვამზადოთ, საამისოდ თვით მწყერიც უნდა შევამზადოთ. სავარგულებში გასაშვებ ფრინველებს საგანგებოთ მოწყობილ ადგილებსი ზრდიან, სადაც წინასწარ რგავენ მცენარეულობას; აქ მწყერს ფრთები გაუვარჯიშედება, გაშვების წინ კი ათავსებენ ისეთ ვოლიერებიბში, სადაც მათ შეუძლიათ ბუნებაში საცხოვრებლად მომზადება. ვოლიერებიდან გაშვება რეკომენდირებულია მესამე ან მეოთხე დღეს.
კარგი სანადირო ობიექტია ბუნებრივ პირობებში გამოჩეკილი და გაზრდილი ეს ფრინველი. დედალი მწყერი ასწრებს რამდენჯერმე ბუდობას. თბილ პირობებში პირველ ნაბარტუს იმავე წელსვე შეუძლია გამრავლება და თაობის მოცემა. პოპულიზაცია გაიზრდება სავარგულებში საკვებოს რაოდენობის შესაბამისად.
იაპონური მწყრის აკლიმატიზაცია ხდება ძირითადათ შემოღობილ ადგილებში, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა მარცვლეული კულტურების დათესვა, რაც მწყერს საკვებითა და თავშესაფრით უზრუნველყოფს. საკვების მიცემა გადანაწილება ფრინველებისათვის უნდა წარმოებდეს წინასწარ გამოყოფილ ერთსა და იმავე ადგილებში.
ჩვენს ქვეყანაში ჩატარებული ცდები გვიჩვენებს რომ, მოშინაურებული მწყერი ბრწყინვალედ ეჯვარება ჩვეულებრივ გარეულ მწყერს და გვაძლებს კარგ ნამატს. რომელსაც შემდგომი რეპროდუქციის უნარი გააჩნია.
მონკავშირის პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე შოთა კალანდაძე და სამონადირეო განყოფილება ამჟამად ამზადებენ მუხრანის სახოხბე მეურნეობის მახლობლად მოშინაურებული იაპონური მწყრის გაშვების საკითხს. ამისათვის სათანადო ნებართვა უნდა მოგვცეს საქართველოს ორნითოლოგიურმა კომისიამ, მწყრის გაშვება ნავარაუდევია 1990 წლისათვის


დღეს ყველაზე ფართოდ იაპონური ჯიშის მწყერია (Coturnixjaponiens) გავრცელებული, შედარებით ნაკლებად კი “ფარაონი”. როგორც ცნობილია, მწყრის სქესობრივი მომწიფების პერიოდი მოკლეა 40-45 დღე, აქედან გამომდინარე სწრაფად იზრდება და ადრეულ ასაკში მრავლდება. მწყრის ხორცის ცოცხალი წონა საშუალოდ 150-160 გრამია, ამასთან მდედრის წონა 20-25%-ით მეტია მამრის წონაზე. ამ მახასიათებლის მიხედვით მწყრის სქესის გარჩევა ადვილდება. მდედრი 300-330 კვერცხს დებს წელიწადში (რა თქმა უნდა, საუბარია ფერმის ფრინველზე), რომლის საშუალო წონა 10-12 გრამია.
მწყერი სხვა ფრინველებთან შედარებით ნაკლებად ავადდება, ამიტომ მის კვერცხს მედიცინაშიც კი იყენებენ სხვადასხვა ვაქცინის დასამზადებლად. მწყრის კვერცხი შეიცავს ბევრ ამინომჟავას, მაკრო- და მიკროელემენტს. მისი კვერცხი ორგანიზმიდან რადიოაქტიური ნივთიერებების გამოდევნას უწყობს ხელს. ჩინეთში, იაპონიასა და სხვა ქვეყნებში მწყრის კვერცხი ბევრი ეროვნული კერძის მნიშვნელოვანი ინგრედიენტია. მწყრის ხორცი კი დიეტურია.
მწყერს განასხვავებენ შეფერილობისა და მათი გამოყვანის ადგილის მიხედვით. არსებობს: იაპონური, ინგლისური თეთრი, ინგლისური შავი, მარმარილოს, ამერიკული ბროილერი, იაპონურ-ტაივანური, ფარაონი და სხვა მრავალი ჯიში. ზემოთ ხსენებული ჯიშების უმრავლესობა მიღებულია იაპონური მწყრის სელექციისა და მუტაციის გზით. მაგალითად, ა.შ.შ.-ში გამოყვანილი ჯიში გათვლილი იყო როგორც მეხორცე, 9 კვირის მწყრის მასა 180-200 გრამს აღწეს, საიდანაც ცოცხალი ხორცი 60-70%-ია.
მწყერი – Coturnix coturnix – Перепел
მწყერი გავრცელებულია ევროპაში, დასავლეთ აზიასა და აფრიკაში. საქართველოში გვხდება თითქმის ყველგან  მობუდარი ფრინველის სახით. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში (გარდაბნის) ზოგჯერ ატარებს ზამთარსაც.  ვერტიკალურად ვრცელდება 2200 მ-მდე.
ბინადრობს ველებზე, მინდვრებში, ახოებზე, მთათა კალთებზე, მდინარეთა ნაპირებზე, კულტურულ ლანდშაფტევში (ბაღი, ბოსტანი და სხვ.). არ ერიდება ადამიანის სამოსახლოს სიახლოვეს. ბუდეს იკეთებს მიწაზე. დებს 9-15 კვერცს, კრუხობის ხანგრძლივობა აღწევს 17 დღემდე. კრუხად ჯდება და მართვეთა აღრზდაზე ზრუნავს მხოლოდ დედალი.   მწყრის ძირითად საკვებს შეადგენს მცენარეთა თესლები, ფოთლები, ნორჩი ყლორტები და კვირტები. ჭამს აგრეთვე მწერებს, ობობებს, მცირე ზომის ლოკოკინებს. ზოგჯერ დიდი რაოდენობით ანადგურებს კალიებს, ფარვანებსა და სხვა სახის მავნე მწერებს. სარეველა მცენარეთა თესლით კვებით მწყერს სარგებლობა მოაქვს.
იაპონელებმა მწყერი ათასწლეულის წინ მოიშინაურეს, საიდანაც სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. ქათმისნაირ ფრინველთა შორის ყველაზე პატარაა მწყერი, რომლის წონა 90-120 გრამს შორის მერყეობს. მას საკმაოდ გემრიელი ხორციც აქვს. მისი ხორცი საუკეთესო საშუალებაა ქოლეცისტიტის და კუჭის წყლულის სამკურნალოდ.მწყერი სხვა ფრინველებთან შედარებით ნაკლებად ავადდება, ამიტომ მის კვერცხს მედიცინაშიც კი იყენებენ სხვადასხვა ვაქცინის დასამზადებლად. მწყრის კვერცხი შეიცავს ბევრ ამინომჟავას, მაკრო და მიკროელემენტს. მისი კვერცხი ორგანიზმიდან რადიოაქტიური ნივთიერებების გამოდევნას უწყობს ხელს.
ცნობილია მწყრის რამდენიმე ქვესახე, რომელთაგან საქართველოს ფარგლებში მოიპოვება ჩვეულებრივი მწყერი – Coturnix coturnix
მწყერი სანადირო-სარეწაო და სპორტული ნადირობის ობიექტია.
ცოტა რამ მწყერზე ნადირობაზე:
მწყერზე მასობრივად ნადირობენ. გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდში იგი მასობრივად ბუდობს აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში. ნადირობა ზაფხულის დასასრულს იწყება. შემოდგომის პირველ თვეში მწყერი ემზადება გადასაფრენად და იგი დიდი რაოდენობით თავს იყრის გადაფრენის დიდ გზებზე, შავი ზღვის პირას და პატარა განშტოებულ გზებზე, რომლებიც მოემართებიან ჩრდილოეთ კავკასიიდან მდინარე არაგვის, მტკვრისა და ალაზნის გასწვრივ. მიჰყვება რა ამ მდინარეების დინებას, ის აღმოსავლეთით მიდის სპარსეთის გავლით სამხრეთისაკენ, ხოლო შავი ზღვის ნაპირებზე მდებარე გადაფრენის გზებით ოსმალეთისაკენ და შემდეგ უფრო სამხრეთით.
ასეთი მიგრაციის შედეგია ის, რომ მწყერზე ნადირობა აღმოსავლეთ საქართველოში ადრე იწყება და შემოდგომის პირველ ნახევარში თითქმის მთავრდება, ხოლო დასავლეთ საქართველოში, უმთავრესად შავი ზღვის სანაპიროზე, მხოლოდ შემოდგომაზე იწყება. თუ აღმოსავლეთ საქართველოში ამ ფრინველზე ნადირობა თითქმის ყოველდღე შეიძლება დასავლეთ საქართველოში მხოლოდ იმ დღეებში ნადირობენ როდესაც გადაფრენისას მწყერების დიდი კოლონიები ცუდი ამინდების გამო ზღვის სანაპიროზე რჩებიან და უცდიან გამოდარებას.
დაწესებულია მწყერზე ნადირობის ნორმა ერთი ნადირობის დროს. მასზე ნადირობენ თოფით და მონადირე ძაღლით. დასავლეთ საქართველოს ზოგ ადგილებში (უმეტესწილად გურიასა და აჭარაში) შემორჩენილია ნადირობა დამჭერი ფრინველებით.
მწყერიჩვეულებრივი მწყერი (ლათ. Coturnix coturnix), ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 16-20 სმ, მასა 80-145 გრამს აღწევს. აქვს მურა, მუქი და ღია ფერის ლაქებიანი ზურგი. გავრცელებულია ევროპაში, დასავლეთ აზიასა და აფრიკაში. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება. ბინადრობს ველ-მინდვრებსა და ალპურ მდელოებზე. იზამთრებს აფრიკასა და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში (საქართველოში მობინადრე მწყერების ნაწილი შირაქ-ალაზნის ველზე და აზერბაიჯანში რჩება). ბუდობს მიწაზე. დედალი 9-15 კვერცხს დებს. ინკუბაცია გრძელდება 15-17 დღე-ღამე. მწყერი იკვებება მცენარეული საკვებით. იშვიათად - მწერებით. შუა აზიაში მწყერები გალიებში გასართობად ჰყავთ, როგორც მოჩხუბარი ფრინველი.

Tuesday, April 29, 2014

Клетка для перепёлки. Часть первая.

Перепелки. Часть 1. (Начало)

Проверено на себе на перепелиной ферме.avi

mesin penetasan pelbagai telur (inkubator) 1/2

Prepelite-puisori in maternitate Costin Constantin

Prepelite Falticeni

rogor ichikebian mwyrebi ;)

mwyeri

Japanese Quails & Ducks

Quails farming in Kenya

Raising Quail for Meat with Organic Feed and Meal Worms

quail farming

how to hatch and raise cortnix quail

მწყერი საქართველოში ძალიან ცოტა ადამიანს ჰყავს მაგრამ ბევრი ცდილობს რომ მოაშენოს ისინი რადგან ძალიან სასარგებლონი არიან... ხორცით და კვერცხით